საზოგადოება
როდის დაიწყება ახალ უბანში დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია
ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის დოკუმენტაცია მზადაა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი დაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება. პროექტის ჯამური ღირებულება
3 მილიონ 980 000 ლარია. ეს თანხა სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გაიხარჯოს. პროექტი ორ წლიანია და ადგილობრივი თვითმმართველობა, თანხის გამოყოფის შემდეგ, მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერის გამოცხადებას აპირებს. მერიაში იმედოვნებენ, რომ ადგილზე სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება.


Print