საზოგადოება
რატომ კარგავენ ფეისბუქ ანგარიშები გამომწერებს
ფეისბუქის მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კარგავენ ათასობით გამომწერს, თუმცა ეს პროცესი მსოფლიოში დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, წამყვანმა ამერიკულმა გამოცემებმა (USA Today, WP, NYT) დიდი რაოდენობით გამომწერები დაკარგეს.

ჯერჯერობით მეტას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში დაწყებული ყალბი ანგარიშების გაუქმება სახელდება, რის შედეგადაც ბოლო სამი თვის განმავლობაში 1,6 მილიარდი ანგარიში წაიშალა.

თავად მეტას აღმასრულებელი დირექტორიც ამ პროცესის მსხვერპლია და მას მხოლოდ 9,997 გამომწერი დარჩა.

წყარო:

DigitalNews.ge


Print