საზოგადოება
გასართობი ღონისძიება ბავშვებისთვის IDS ბორჯომი საქართველოსგან
სახალისო, მრავალფეროვანი და განსხვავებული დღე მოეწყო ბორჯომში ბავშვებისთვის. ღია ცის ქვეშ პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ თოჯინების თეატრის მსახიობები, ილუზიონისტები. მათ საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა აქტივობებში ჩართულიყვნენ და საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადათ. მოიხატეს სახე, ითამაშეს და მონაწილეობა მიიღეს ქიმიურ ექსპერიმენტებში.

ბავშვებისთვის ფერადი და სახალისო დღე კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ორგანიზებით მოეწყო.

კომპანიის ინიციატივით, გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის ბორჯომში აქამდეც ჩატარებულა. IDS ბორჯომი საქართველო მსგავსი დღეების მოწყობას პატარებისთვის მომავალშიც გეგმავს.



Print