საზოგადოება
ლიდერი ქვეყნები, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს
მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოში 636 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 76 348, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 559 887 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

რუსეთი - 163 192 ვიზიტორი;

სომხეთი -83 603 ვიზიტორი;

თურქეთი - 81 790 ვიზიტორი;

საქართველო (არარეზიდენტი) – 34 895 ვიზიტორი;

ისრაელი - 24 050 ვიზიტორი;

ბელარუსი - 19 644 ვიზიტორი;

უკრაინა - 18 269 ვიზიტორი;

ირანი - 17 277 ვიზიტორი;

ყაზახეთი - 14 870 ვიზიტორი;

აზერბაიჯანი - 14 812 ვიზიტორი;

საუდის არაბეთი - 10 686 ვიზიტორი;

გერმანია - 8 140 ვიზიტორი;

პოლონეთი - 6 363 ვიზიტორი;

ამერიკის შეერთებული შტატები - 5 280 ვიზიტორი;

უზბეკეთი - 4 670 ვიზიტორი.
Print