საზოგადოება
ჯილდოები პედაგოგებს და მოსწავლეებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან
ბორჯომში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის სამსახურთან ერთად პედაგოგები და წელს მიღებული გრანტის მქონე სტუდენტები დააჯილდოვა.

წარმატებული აბიტურიენტების მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები, ყვავილები და ვაუჩერები. სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები მერიამ ფულადი საჩუქრით წაახალისა.

საღამო სპეკტაკლით დასრულდა. მესტიიდან მოწვეულმა მსახიობებმა ,,სტუმარ-მასპინძელი’’ წარუდგინეს მაყურებელებს.
(R)
Print