საზოგადოება
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
3 ოქტომბრის საღამოდან და 4 ოქტომბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზიველის, ზეილიკისა და ისთისუს დასახლებებისა და თოვუზის რაიონის აღდამისა და გარალარის დასახლებების მიმართულებებით, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


“გაცნობებთ, რომ სიტუაციის მიზანმიმართულ ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას”, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Print