საზოგადოება
სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა
სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა. ბორჯომში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს, ბორჯომის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლეთან ერთად ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო. სასულიერო პირებმა მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს

ომის შედეგად 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. ტრაგიკული დღე გაიხსენეს, ბორჯომში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა და ომის ვეტერანებმა
ხალხისოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა.

შეგახსენებთ, სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. დღეს ქვეყნის მასსტაბიტ სახელმწიფო დროშები დაეშვა.




Print