საზოგადოება
შსს-„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია
ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებული არიან.

„დაკავებულია ერთ პირი. სპეცოპერაცია არის დასრულებული. ყველა მძევალი არის თავისუფალი“, - აღნიშნა ქეთი კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 12:00 საათზე შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.
Print