საზოგადოება
კომპანიები, რომლებმაც რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს
იელის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აკვირდება 1200 კომპანიას და მათ საქმიანობას ომთან მიმართებაში.

დღემდე 1000-მდე კომპანიამ საჯაროდ დაგმო რუსეთის აგრესია და შეაჩერა საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში. თუმცა არის ისეთი კომპანიებიც, რომლებიც უარს აცხადებენ რუსეთის ბაზრის დატოვებაზე.

იელის უნივერსიტეტის სია თავდაპირველად მოიცავდა კომპანიების ორ კატეგორიას: საქმიანობა შეაჩერეს (withdraw) და აგრძელებენ საქმიანობას (remain). ამჟამად კი კომპანიები დაყოფილი არიან ხუთ კატეგორიად - ანბანის მიხედვით: შეაჩერეს საქმიანობა სრულად; შეაჩერეს საქმიანობა ნაწილობრივ; სავარაუდოდ აგრძელებენ გარკვეული ტიპის საქმიანობას, სრულად აგრძელებენ საქმიანობას და ა.შ.

სიის განახლება ხდება ყოველდღიურად ჯეფრი სონენჰეილდის (Jeffrey Sonnenfeld) და ექსპერტების ჯგუფის მიერ. აღნიშნულ სიას იყენებენ როგორც მსოფლიო ლიდერები, ასევე მედია საშუალებები. სიის შემქმნელებთან დაკავშირება შეუძლია ყველას და საკუთარი რეკომენდაციების გაზიარება This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს.

ვრცლად სტატია შეგიძლიათ იხილოთ:
businessformula.ge
Print