ახალი ამბები
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ნინოწმინდის გამშვები პუნქტი დროებით იკეტება
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ნინოწმინდის გამშვები პუნქტი დროებით დაიკეტება. ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ავრცელებს.

შეზღუდვები 9 სექტემბერს, 11:00 საათიდან 23:00 საათამდე იმოქმედებს. მიზეზი ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალ შენობაში გადასვლაა.

საქართველოს ოფიციალურ უწყებებს საქართველო-სომხეთის საზღვარზე მუშაობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

სასაზღვრო გამშვები პუნქტი "ნინოწმინდა" სოფელ სამებასთან მდებარეობს.


წყარო: რადიო "ნორ"
Print