საზოგადოება
ბათუმი - ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, (ხულო-ზარზმის მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად იყო აღდგენილი.


ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
Print