საზოგადოება
ენერგოუსაფრთხოება თუ საფრთხე კურორტისთვის
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე, ადგილობრივები და დამსვენებლები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ არ ჰქონდათ. საპირისპიროს ამტკიცებენ ადგილობრივ თვითმმართველობასა და „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

პროექტს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს და მათი მტკიცებით, ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის მიზეზი ენერგოუსაფრთხოება და ენერგომომარაგების გაუმჯობესებაა.

დოკუმენტის თანახმად, მოხდება 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზზე სადენის კვეთის გაზრდა და მისი გაორჯაჭვიანება. მოსახლეობა შიშობს, რომ ახალი პროექტით ელექტროენერგიის სიმძლავრე მოიმატებს, რაც მათ ჯანმრთელობას პრობლემებს შეუქმნის და საკურორტო სოფელს ხიბლს დაუკარგავს.

ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ბორჯომის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე შეხვდა, მათი პრეტენზიები მოისმინა და შემდგომში შეხვედრას, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებთან ერთად დაპირდა.

ტბაზე მცხოვრებლების და დამსვენებლების ინიციატივით შექმნილია პეტიცია, სახელწოდებით „ბორჯომის ხეობა საფრთხეშია“. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ისინი სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართვას აპირებენ.

კომპანიის მხრიდან გულგრილობა, უპასუხისმგებლობა თუ მოსახლეობის უსაფუძვლო შიშები. რას ამბობენ დაპირისპირებული მხარეები, ვრცლად ნახეთ სიუჟეტში.

ამავე თემაზე: გაიტანონ ბოძები ჩვენი მიწებიდან - პროტესტი სადგერში, საშიში ელექტროგადამცემი ხაზები თუ გაუმჯობესებული ენერგომომარაგება


Print