საზოგადოება
ბაკურიანში დაშავებული არასრულწლოვანი თბილისში გადაიყვანეს
დღეს, 7 აგვისტოს, ბაკურიანში "ოცდახუთიანების" მიმდებარე ტერიტორიაზე 14 წლის მოზარდი დაშავდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ მოტოციკლეტიდან ჩამოვარდა. დაშავებული ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ბაკურიანის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის მაკა ვიბლიანის განცხადებით, მოზარდი სამედიცინო ცენტში, თავისა და კისრის ტრავმით შეიყვანეს, შემდგომში კი მისი გადაყვანა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, ტელეკომპანია "ბორჯომი" პასუხს შსს-გან ელოდება.
Print