ახალი ამბები
ბორჯომში მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება
“გადაწყვეტილება მიღებულია, ტერიტორია შერჩეული გვაქვს, მიმდინარეობს პროექტის განფასება,თანხებიც მოძიებულია და უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე“ - ასე უპასუხა გადაცემა "ინტერაქტივში", მიუსაფარი ცხოველების გამო, ქალაქში არსებულ გამოწვევებზე დასმულ კითხვას ბორჯომის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.


არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური თავშესაფარის აშენებაზე საუბრობდა. მისი განცხადებით მშენებლობის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.


ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადაცემა „ინტერაქტივის“ კითხვებს ოთარ არბოლიშვილი 28 ივლისს პასუხობდა.





გადაცემა იხილეთ სრულად: 

ბორჯომის ტურისტული ინფრასტრუქტურა - რა სჭირდება საკურორტო ქალაქს?



ბორჯომში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა წლებია არსებობს. ამ თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომმა" სხვადასხვა ფორმატის არაერთი მასალა მოამზადა.






Print