საზოგადოება
ბორჯომში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ბორჯომში მცხოვრები აფხაზეთიდან მცხოვრები დევნილებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.


სატენდერო წინადადებების მიღება 24 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება.


საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. ბორჯომში, რობაქიძის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.


მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ბორჯომში 150 ოჯახისთვის იგეგმება.



ამავე თემაზე ნახეთ:

29 წელი საკუთარი საცხოვრებლის მოლოდინში

Print