საზოგადოება
“ცეცხლი წაეკიდა სამზარეულოს“ - შემთხვევა 9 აპვრილის ქუჩაზე
დღეს, 22 ივლისს ბორჯომში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოს გამწოვს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივებმა სახანძრო- სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს და ცეცხლი მალევე ჩააქრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აქ მცხოვრებლების თქმით, რესტორნის სამზარეულო მათი მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზეა, სამზარეულოს გამწოვი მილი კი კედელზეა დამაგრებული.

Print