საზოგადოება
ახალი უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს მოხდება
ახალი უბნის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბორჯომის მერიაში ამბობენ რომ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარე წელს მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი უბნის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე ნაპრალები მიმდინარე წლის მაისში გაჩნდა, ადიდებულმა მდინარემ ჯებირი დააზიანა, და გზას მიწა გამოეცალა.
ამ დრომდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული და სამანქანო გზის მონაკვეთია დავიწროვებული.

ამავე თემაშე შეგიძლიათ იხილოთ:
რა მდგომარეობაა ახალი უბნის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე.


ახალი უბნის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის მდგომარეობა გაუარესდა.

"ნაფიქრი გვქონდა რომ გზას სჭირდებოდა გამაგრება, თუმცა რაც მოხდა ამას არ ველოდით" - ბორჯომის მერი



Print