ახალი ამბები
დაუხაზავი გზები ბორჯომის ცენტრში - გართულებული მოძრაობა ფეხით და მანქანით
წრიული, გამყოფი ზოლი, ზებრა გადასასვლელები, საპარკინგე ზოლები, ბორჯომში ცენტრალურ ნაწილში, ძირითადად ან წაშლილია ან საღებავი ნახევრად აქვს შემორჩენილი. ასეთ დროს, გზის გარკვევაში მძღოლებს და ფეხით მოსიარულეებს, საგზაო ნიშნები თუ დაეხმარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის აღქმადი, სად უნდა შეძლოს მოქალაქემ გავლა, მძღოლმა კი მანქანის მობრუნება.

ზოგიერთ მონაკვეთზე დახაზული შესამჩნევია. ზოგიერთ ადგილზე კი საგზაო მოძრაობა სპონტანურად რეგულირდება. საგზაო მოძრაობის წესების დარღწვევის შემთხვევაში სანქციებია.

Print