საზოგადოება
„ფირუზა“-კულტურული მემკვიდრეობა ბორჯომში
აღმოსავლური სტილის „ფირუზა“,
ბორჯომში სიყვარულის და დიპლომატიის ისტორიას ინახავს.
ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალურ
კონსულს კავკასიაში 1892 წელს აგარაკად აუშენებია. კონსულის
გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად
გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული
„ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა. დღეს ეს ადგილი ბორჯომის სავიზიტო
ბარათი და ტურისტების საყვარელი ადგილია. ნახეთ ტელეკომპანია
,,ბორჯომის'' მიერ მომზადებული ვიდეო.
გააზიარეთ :