საზოგადოება
დანიელი - ნინოწმინდაში მცხოვრები კაზარიანების მეთოთხმეტე შვილი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მცხოვრებ კაზარიანების მრავალშვილიან ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ვარდუი კაზარიანმა, 21 ივნისს, ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, მე-14 შვილი - დანიელი გააჩინა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ვარდუი კაზარიანი ამბობს, რომ თუ ღმერთი ინებებს, შვილს კიდევ გააჩენს.

დანიელი 2.600 კგ. დაიბადა. ექიმები დედის ჯანმრთელობითა და მშობიარობის შემდგომი სწრაფი აღდგენის უნარით გაოცებულები არიან.

„ასეთი შემთხვევა ბუნებაში იშვიათია. 25 წელია ქალებს მშობიარობისას ვეხმარები. აქადმე მე-9 შვილის დედა მყავდა ნამშობიარები. ეს პირველი შემთხვევაა მთელ ჩემს კარიერაში", - ამბობს გინეკოლოგი არმენუი რსტაკიანი.

კაზარიანებს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი ჰყავთ: აკობი, ალექსანი, ჰოვანესი და მანუკი უკვე სტუდენტები არიან, ხოლო ნარე, ჰარუტი, დავითი, არპი, მარიამი, გოჰარი, მკრტიჩი და ლუსინე სკოლისა და სკოლამდელი ასაკის. ახლა კი მათ რიცხვს პატარა დანიელიც შეემატა, რომლის აღზრდაშიც მონაწილეობას დანარჩენი და-ძმა მიიღებს.

კაზარიანების ოჯახი მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად - 600-ლარიან დახმარებას, სახელმწიფოსგან კი ორი წლის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებს.

გარდა ამისა, კომპანია Net.com-ი პატარა დანიელის ოჯახს მთელი წლის განმავლობაში უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს.



წყარი: მე-9 არხი

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.