საზოგადოება
აქციის მეშვიდე დღე და პიკეტირებული ბორჯომის ქარხნები
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცული თანამშრომლების პროტესტი მეშვიდე დღეა გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა ნომერ №1 და №2  ქარხნის შესასვლელი დილის 7 საათიდან გადაკეტეს. დილიდან ქარხანაში ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა. ამ გადაწყვეტილებამ აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია.

პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის, თქმით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სამან გაფიცულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მისივე ინფორმაციით გაფიცულებს ნაწილი თბილისში კანცელარიის წინ აპირებეს გადანაცვლებას და პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას.
პროფკავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით, ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ შრომის ინსპექცია დაინტერესდა. უახლოეს მომავალში იგეგმება მათთან შეხვედრა.


Print