საზოგადოება
აქციის მონაწილეების ინფორმაციით ქარხანაში ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა
პროტესტის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ქარხანაში მომუშავე თანამშრომლების ნაწილი, შიდა ტერიტორიაზე შეიყვანეს, ნაწილი კი გარეთ დგას. ქარხნის თანამშრომლების ინფორმაციით ქარხანაში ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი  შევიდა. ამ გადაწყვეტილებამ აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია.
N1 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე ავტობუსი, რომელსაც ადმინისტრაციის თანამშრომლები სამსახურში მიჰყავდა, აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს. პოლიციამ მათი ნაწილის ქარხნის ტერიტორიაზე შეყვანა მაინც შეძლო, ნაწილი კი ამ დრომდე გარეთ დგას.

შეგახსენებთ, რომ N1 და N2 ქარხნის შესასვლელები გაფიცული თანამშრომლების მიერ პიკეტირებულია. ქარხნებში შესვლას სხვადასხვა პოზიციის ხელმძღვანელი პირები ცდილობენ. რიგითი თანამშრომები კი აქციაზე იმყოფებიან.

Print