საზოგადოება
ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნის მთავარი შესასვლელები გადაკეტეს
დღეს, 6 ივნისს გაფიცულებმა ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნის მთავარი შესასვლელები გადაკეტეს. ისინი გეგმავენ შენობებში თანამშრომლები არ შეუშვან. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.
შეგახსენებთ რომ, დასაქმებულების მოთხოვნაა:

1. უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა;

2. ხელფასების დარიცხვა;

3. ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება;

4. უვადო ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასები 25-%ით ზრდა;

5. შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემა;

6. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება


გუშინ LABOR- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო:

,, ხვალ 6 ივნისს 07:00 საათზე “აიდიეს ბორჯომი საქართველო”-ს ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან რომლებსაც ჰპირდებიან 3-4 ჯერ მეტ ხელფასს აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით არ აუნაზღაუროს ნამუშევარი 2 თვის ხელფასი.

აღნიშნულიდან გამომდინარე გაფიცულთა გადაწყვეტილებით, ხელფასების დარიცხვამდე 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნების, სტაჟიორების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უვადო ხელშეკრულებაზე გადასვლამდე, ხვალიდან 07:00 საათიდან მოხდება ბორჯომის 1-2 ქარხნის შესასვლელების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი პიკეტირება''
Print