ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნის მთავარი შესასვლელები გადაკეტეს
დღეს, 6 ივნისს გაფიცულებმა ბორჯომის
N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნის მთავარი შესასვლელები გადაკეტეს.
ისინი გეგმავენ შენობებში თანამშრომლები არ შეუშვან. ადგილზე
მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.
შეგახსენებთ რომ, დასაქმებულების მოთხოვნაა:
1. უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში
დაუყოვნებლივ აღდგენა;
2. ხელფასების დარიცხვა;
3. ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება;
4. უვადო ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასები 25-%ით
ზრდა;
5. შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა მასში მონაწილე
ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და
პასუხისგებაში მიცემა;
6. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება
გუშინ LABOR- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო:
,, ხვალ 6 ივნისს 07:00 საათზე “აიდიეს ბორჯომი საქართველო”-ს
ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით
საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან რომლებსაც
ჰპირდებიან 3-4 ჯერ მეტ ხელფასს აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის
თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის უფრო მეტი ხელფასი
გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის
მიზნით არ აუნაზღაუროს ნამუშევარი 2 თვის ხელფასი.
აღნიშნულიდან გამომდინარე გაფიცულთა გადაწყვეტილებით, ხელფასების
დარიცხვამდე 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის, ვადიან
ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნების,
სტაჟიორების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უვადო ხელშეკრულებაზე
გადასვლამდე, ხვალიდან 07:00 საათიდან მოხდება ბორჯომის 1-2 ქარხნის
შესასვლელების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი პიკეტირება''