საზოგადოება
'' 07:00 საათიდან მოხდება ბორჯომის 1-2 ქარხნის შესასვლელების სრულმასშტაბიანი პიკეტირება''-აღნიშნულია ლაბორ • LABOR- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
6 ივნისს დილით, ბორჯომის ორივე ჩამომსმხმელი ქარხნის შესასვლელებს გადაკეტავენ, ამის შესახებ  LABOR- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული
,, ხვალ 6 ივნისს 07:00 საათზე “აიდიეს ბორჯომი საქართველო”-ს ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან რომლებსაც ჰპირდებიან 3-4 ჯერ მეტ ხელფასს აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით არ აუნაზღაუროს ნამუშევარი 2 თვის ხელფასი. 

აღნიშნულიდან გამომდინარე გაფიცულთა გადაწყვეტილებით, ხელფასების დარიცხვამდე 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნების, სტაჟიორების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უვადო ხელშეკრულებაზე გადასვლამდე, ხვალიდან 07:00 საათიდან მოხდება ბორჯომის 1-2 ქარხნის შესასვლელების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი პიკეტირება''
აღნიშნულია ლაბორ • LABOR- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
Print