საზოგადოება
ავარია ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე
დღეს, 4 ივნისს  დაახლოებით 11:30 საათზე, ახალქალაქიდან ნინოწმინდისკენ მიმავალ გზაზე ავარია მოხდა. სავარაუდოდ მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მცირე დაზიანებები აღენიშნება.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცნინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

წყარო-Atv 12 television
Print