საზოგადოება
SJMC-მა პროექტის, New მედია კლუბი მოზარდების ინტერესთა ადვოკატირებისთვის,”- შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა პროექტის, New მედია კლუბი მოზარდების ინტერესთა ადვოკატირებისთვის,”- შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
New მედია კლუბის წევრებმა მშობლებს მასწავლებლებს და თანატოლებს გააცნეს პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები.

პრეზენტაციაზე სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორმა, მასწავლებლებს, მშობლებს და მოზარდებს გაუზიარა კვლევის შედეგები.

რა გამოწვევების წინაშე დგანან ახალგაზრდები, რის შეცვლა სურთ თინეიჯერებს და რა არის მათთვის უპირველესად მოსაგვარებელი საკითხები - ამ თემებზე გაიმართა დისკუსია
პროექტს ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ PH international – „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის „ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


Print