საზოგადოება
მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ
დღეს, 2 ივნისს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა.

უფალმა მოწაფეები ზეთისხილის მთაზეაიყვანა, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.
Print