საზოგადოება
ბორჯომში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ,რამდენიმე რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს.

მაშ შორის, 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმაც. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, ჯამში 45 ერთეული დაუფირნიშებელი მორის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.




ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 203 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 27 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და 6,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).


ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, სადაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print