საზოგადოება
ავარიის შედეგად დაშავებული სამივე ახალგაზრდა ბორჯომის საავადმყოფოდან გაწერეს
გუშინ, 20 მაისს, ბორჯომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია. სამივე მათგანი ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული. გუშინ, გვიან საღამოს საავადმყოფო სამივემ დატოვა. მორიგე ექიმის განცხადებით, 20 წლამდე გოგოს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და საჭიროებს ოპერაციას. აღნიშნული პაციენტი ბორჯომელი არ იყო, შესაბამისად, მშობლების გადაწყვეტილებით მან დატოვა ბორჯომის სამედიცინო ცენტრი. ორი დაშავებული ბიჭი კი რომლებიც ადგილობრივები იყვნენ, მათი მდგომარეობა სტაბილური იყო და მოხდა მათი გაწერა საავადმყოფოდან.

"სამი ახალგაზრდა იყო შემოყვანილი. 20-25 წლის ორი ადგილობრივი ბიჭი და ერთი გოგო, რომელიც თბილისიდანაა. ბიჭების მდგომარეობა სტაბილურია და გაეწერნენ. გოგონას ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და სჭირდება ოპერაცია. მშობლების გადაწყვეტილებით, გადაიყვანენ თბილისში და იქ გაუკეთებენ ოპერაციას"
- განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ექიმმა მიხეილ გოგიაშვილმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში გუშინ, 20 მაისს, სოფელ ლარებთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანაში ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათგან მეთორმეტეკლასელი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
Print