საზოგადოება
მუზეუმის საერთაშორისო დღე ბორჯომში აღინიშნა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში - 18 მაისს,  მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ღონისძიებები გაიმართა.



2022 წლის 18 მაისის მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა ,,მუზეუმების ძალა“ - მუზეუმებს აქვს ძალა გარდაქმნან სამყარო ჩვენს ირგვლივ. ამ თემის შინაარსიდან გამომდინარე მუზეუმში ბიბლიოთეკის სივრცეში წარმოდგენილი იქნა მუზეუმის თანამშრომლების მიერ თემა-პრეზენტაციები.


ასევე, მუზეუმის ,,ფოიეში“ გაიხსნა ახალგაზრდა ბორჯომელი თვოთნასწავლი მხატვრის ავთანდილ მაღრაძის ნამუშევერების გამოფენა.

Print