საზოგადოება
რა? სად? როდის?- ბორჯომში ინტელექტუალური თამაშები დაიწყო
ბორჯომში სტარტი აიღო ინტელექტუალურმა თამაშებმა რა? სად? როდის? სკოლის მოსწავლეებს შორის.
თამაში ბორჯომის ინტელექტ კლუბის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანების ეგიდით ტარდება. თამაშები პანდემიის გამო ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა მოსწავლეებს. შეჯიბრში მონაწილეობას იღეს 30 გუნდი, თამაშები სამ ეტაპად გაიმართება. ფინალში გადავა 10 საუკეტესო გუნდი, სადაც გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები. ასევე თამაშებს გამარჯვებულ გუნდთან ერთად ეყოლება , კლუბის საუკეთესო მოაზროვნე.



Print