ბაკურიანის ანდეზიტი-სოფელ ღადოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62
(ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი ან
მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.