17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და
სიმტკიცის დღეა. უკვე ტრადიციულად, ამ დღეს სახალხო მსვლელობა
იმართება.
მორწმუნეები იკრიბებიან სასულიერო
პირებთან ერთად და თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად
აღასრულებენ ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს.
შემდეგ კი, მრევლი სამების საკათედრო ტაძარში იკრიბება. ოჯახის
სიწმინდის დღე საქართველოში პატრიარქის ინიციატივით 2014 წლიდან
აღინიშნება.