საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება. 2022 წლის გაზაფხულზე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 000-მდე ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა. ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და დაჭერილი მწერების განადგურება ხდება. ბორჯომის პლატო მავნებლით ყველაზე დაზიანებულ ადგილს წარმოადგენს. სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.
2013-2022 წლებში, ჯამში დაჭერილი და განადგურებულია 26 მილიონამდე ქერქიჭამია.


Print