ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებულ ჟურნალისტს დახმარება სჭირდება
ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად „რუსთავის _ 2“ – ის გურიის რეგიონის ბიუროს
ჟურნალისტს, 36 წლის თამთა დოლიძე მძიმედ დაშავდა.
როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თამთასთან ერთად
ავტომანქანაში მისი 17 თვის შვილი იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო
დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ჩატარებული კვლევების შემდეგ, პატარა ბინაზე უკვე გაწერეს.
რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, იგი ბათუმში, კლინიკა “მედცენტრში”
მრავლობითი მოტეხილობებით მოათავსეს, მას ჩაუტარდა გადაუდებელი
ოპერაცია და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
თამთას, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ის კონტაქტურია თუმცა,
მკურნალი ექიმების განცხადებით, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას და
რეაბილიტაციას.
თამთას გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის
ჩატარებაა საჭირო, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, თამთას დასახმარებლად თანხა ჩარიცხოთ
მითითებულ ანგარიშის ნომერზე.
მიმღები: კუკური ბარამიძე (თამთას მეუღლე)
საქართველოს ბანკი
GE59BG0000000498359752