საზოგადოება
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა. წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი გაეცანით ბმულზე:


ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდა, რამაც მოსახლეობას წამლებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, 2022 წლის მარტი -აპრილის მონაკვეთში, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 35 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა.

ამის შესახებ მინისტრმა ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა და ფარმაცევტული და კლინიკური სფეროს წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში მოქმედი ყველა ფარმაცევტული საწარმო და საბითუმო დისტრიბუტორი GMP/GDP სტანდარტზე უნდა გადავიდეს. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, DRG-ის პილოტური პროექტი დაიწყო. აღნიშნული სისტემა, 2022 წლის ბოლომდე, ყველა კლინიკაში ამოქმედდება.






Print