შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1993 წელს დაბადებული მ.ბ. და 1996
წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო
დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ის
ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების
შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული დ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, თბილისში
დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი
კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას,
45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“
ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი
ამოღებულია 6 ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი
აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა.
დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე
მუხლებით მიმდინარეობს.