საზოგადოება
ბაკურიანში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
დაბა ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა,
მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სათამაშო მოედნები და ტურისტული
ზონები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს
საფეხმავლო რამპა, რომლის მეშვეობითაც მოხდება კავშირი ქვედა და ზედა
ზონებს შორის.
ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტიები და ახალი,
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. პარკის
მოსაწყობად 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორ წელიწადში უნდა
დაასრულოს.
ბაკურიანის ცენტრალური პარკი სათხილამურო კურორტის ერთ-ერთ მთავარ
რეკრეაციულ სივრცეს წარმოადგენს.
გააზიარეთ :