საზოგადოება
რა მდგომარეობაა ახალი უბნის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე
ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ დაზიანებულ გზაზე ხეები მოჭრეს. 8 მაისის, ადგილზე ასეთი მდგომარეობაა


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათს შორის ბორჯომშიც წვიმაა ნავარაუდევი. მათივე ინფორმაციით მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.



ამ დრომდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული და სამანქანო გზის მონაკვეთია დავიწროვებული. ტერიტორია ლენტით არის შემოსაზღვრული.


ტელეკომპანია ,,ბორჯომი" ამ თემას რამდენიმე დღეა აშუქებს. ნახეთ ჩვენ მიერ მომზადებული მასალები აღნიშნულ თემაზე.





Print