საზოგადოება
ქარხანაში დასაქმებულებმა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს
ბორჯომის" ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები დღეს სამსახურის მიმდებარედ შეიკრიბნენ.
დასაქმებულებმა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს. ისინი გარანტიას ითხოვენ, რომ მუშაობის გაგრძელების შემდეგ თავდაპირველ ხელფასს შეინარჩუნებენ. თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციასთან და პრემიერთან ითხოვენ შეხვედრას.
პროფკავშირის თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ, დღეს დასაქმებულებს მიმართა და დაანონსა, რომ ხვალიდან, 5 მაისიდან დაიწყებენ მედიაციის პროცესს, რომლისთვისაც 21 დღე არის გაწერილი. მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ.


Print