ახალი ამბები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხეში სამი მარშრუტი განისაზღვრა - რას შეცვლის ახალი სტანდარტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, “B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორეტაპიანი გახდა. პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. გაიზარდა საფასურიც.

მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. სამცხე-ჯავახეთის შემთხვევაში ერთადერთია ახალციხე, სადაც კონკრეტული ქუჩები განისაზღვრა, პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩასაბარებლად. ახალციხეში სამი სხვადასხვა ლოკაცია გამოიყო. სამივე მიმართულება ახალციხე–ახალქალაქის გზატკეცილია.

პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტი ბორჯომში შეაფასეს.

Print