საზოგადოება
''ბავშვები სიბინძურეში დატყაპუნებენ,, - მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა რუსთაველის ქუჩაზე
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს ყოველდღიურად ანტისანიტარიაში უწევთ ცხოვრება, მათი თქმით საკანალიზაციო ჭებიდან თვეებია წყალი ამოდის, ადგილობრივებმა პრობლემის გაშუქების მიზნით მოგვმართეს.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კომენტარის გაკეთების მიზნით დაუკავშირდა, მათი ჯგუფი ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო სამუშაოები. თუმცა, მოსახლეობის ინფორმაციით არსებული ჭები კვლავ საჭიროებს გაწმენდას. ისინი სისტემის სრულად მოწესრიგებას ითხოვენ.

Print