საზოგადოება
სააღდგომო სამზადისი ბორჯომის დედათა მონასტერში
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წითელი კვერცხის გარეშე წარმოუდგენელია. ის პასკასთან ერთად სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვნების კვირის დიდ პარასკევს (მაცხოვრის ჯვარცმის დღეს) კვერცხს წითლად ღებავენ. ოჯახების მსგავსად, ტრადიცია შესრულდა ბორჯომის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერშიც. კვერცხის წითლად შეღებვის პროცესი და სააღდგომო სამზადისი, ტელეკომპანია „ბორჯომის“ ობიექტივში.
Print