საზოგადოება
მოძველებული ინფრასტრუქტურა ბორჯომის პარკში და მზადება ახალი სეზონისთვის
ამორტიზებული და დაახლოებით ორი ათეული წლის წინ დამონტაჟებული ატრაქციონები, შესაკეთებელი და შესაღები სკამები, გოგირდის აბანოებამდე მისასვლელი მოსაწესრიგებელი გზა. პარკის მოძველებული გასართობი სივრცეები, ბორჯომის სავიზიტო ბარათი წლებია უცვლელი იერსახით ხვდება ვიზიტორებს. გასართობი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პარკი წლებია ვიზიტორებს ახალს ვერაფერს სთავაზობს. ბორჯომელების თქმით, ცენტრალური ისტორიული პარკი ახალ სეზონს არაერთი გამოწვევით ხვდება.

პარკის დირექტორის თქმით, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად მიმდინარეობს სამუშაოები, გამოცხადებულია ტენდერი ატრაქციონების შესაკეთებლად, იგეგმება პარკის შიდა რკინის კონსტრუქციების და სკამები მოწესრიგდება. ახალ სეზონზე ტურისტებს პარკში ორი ახალი ელექტრომობილი მოემსახურება. ტერიტორიაზე ამ ეტაპისთვის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

Print