საზოგადოება
ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ვამკაცრებთ. ინფორმაციას "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო" ავრცელებს

აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება.

ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

კანონდარღვევის დაფიქსირებისთანავე დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე -153; ზარი უფასოა, კონფიდენციალურობა დაცული.

კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
Print