საზოგადოება
რეგიონები საქართველოში, სადაც ყველაზე მეტად გაღარიბდა მოსახლეობა
საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო სამ თვეში 8 929 ადამიანით გაიზარდა.

2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 643 167-მა ადამიანმა მიიღო, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში კი ეს რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, იანვარში საარსებო შემწეობა 648 176-მა ადამიანმა მიიღო, თებერვალში - 650 584-მა, მარტში კი სახელმწიფოსგან დახმარება 652 096 პირს ჩაერიცხა.


თბილისში 2022 წლის მარტში საარსებო შემწეობას 132 979 ადამიანი იღებდა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 115 355 ადამიანი იყო რეგისტრირებული;

იმერეთი - მიმდინარე წლის მარტში - 84 253 ადამიანი - გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 68 939;

ქვემო ქართლი - 2022 წლის მარტში 80 089 ადამიანი - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 64 383;

სამეგრელო ზემო სვანეთი - მიმდინარე წლის მარტში 76 597 ადამიანი - გასული წლის მარტში - 67 149;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 2022 წლის მარტში 71 893 ადამიანი - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 53 546 ადამიანი;

კახეთი - 2022 წლის მარტში 66 570 ადამიანი იღებდა შემწობას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 55 794;

შიდა ქართლი - მიმდინარე წლის მარტში 58 714 ადამიანი - გასული წლის მარტში - 49 455;

გურიაში 2022 წლის მარტში - 27 922 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2021 წლის მარტში - 22 551;

სამცხე-ჯავახეთი - 2022 წლის მარტში - 19 635 ადამიანი - 2021 წლის მარტში - 14 278;

მცხეთა-მთიანეთი - 2022 წლის მარტში - 18 815 სოციალურად დაუცველი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 407;

რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - მიმდინარე წლის მარტში 14 629, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 13 907.

წყარო: bpn.ge
Print