საზოგადოება
9 აპრილის სისხლიანი ღამიდან 33 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო. დარბევისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანმანქანები და ტანკები გამოიყენეს.

დარბევის შედეგად ათასობით მოქალაქე მოიწამლა.

1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

Print