4.09 3.97 3.83 - გაძვირებული საწვავი და მოსახლეობის გაზრდილი ხარჯები
12:58 / 08.04.2022
ბორჯომში დღეს 4 ქსელურ
ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი 4 ლარს მიუახლოვდა.თებერვლის თვესთან შედარებით
ნავთობპროდუქტებზე ფასმა საშუალოდ 70- 80 თეთრით მოიმატა. საწვავზე
ფასის მატებასთან ერთად მძღოლები და მგზავრები გაზრდილ ხარჯზე
საუბრობენ.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა
ნავთობპროდუქტებზე ფასების მატების მთავარ მიზეზად, უკრაინაში
მიმდინარე მოვლენებს, და მსოფლიო ბაზარზე ფასების მატებას
ასახელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი,
საწვავზე ფასის კლებას გვპირდება.
ეკონომისტ გიორგი პაპავას შეფასებით სახელმწიფოს ჩარევა ფასების
კორექტირებაში გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგის მომტანი ვერ
იქნება.
როგორ შეიცვლება ნავთობპროდუქტებზე ფასები, ექსპერტების აზრით რაიმე
პროგნოზის გაკეთება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო ამ
ეტაპისთვის შეუძლებელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.