საზოგადოება
ბორჯომში ცირკულარული ეკონომიკის სამეცნიერო ბანაკი გაიმართა
ბორჯომში 2 და 3 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ცირკულარული ეკონომიკის სამეცნიერო ბანაკი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და მკვლევრებმა, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა.

სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში პირველი დღე დაეთმო საერთაშორისო მენტორების ლექციებს, მეორე დღეს კი სტუდენტებმა წარმოადგინეს თავისი პრეზენტაციები.

აღნიშნული ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის არსებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. ბანაკი მოიცავდა სამეცნიერო-პრაქტიკულ და სასწავლო შემეცნებით- კომპონენტებს.
ორგანიზატორების თქმით სამომავლოდ იგეგმება განმეორებითი ღონისძიება, რომელიც უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

Print